Belive

მკაცრი სანქციები ფეხბურთელებს - ხაბი ალონსო გუნდში წესრიგს ამყარებს

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხაბი ალონსო მადრიდის რეალში მუშაობას უკვე სრულად შეუდგა და ახალი სეზონისთვის კლუბს ისე როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ამზადებს.

ყველაფერი კი ვარჯიშებზე წესრიგის დამყარებით დაიწყო - მან ფეხბურთელებს გარკვეული წესები დაუწესა, რაც შემდეგში მდგომარეობს.

  • პირველი ცვლილება შეეხო წესს, რომელიც კარლო ანჩელოტის მმართველობის დროს არსებობდა. ფეხბურთელები სესიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მიდიოდნენ ბაზაზე, ახლა კი 1 საათით ადრე მივლენ, რათა ხელი არ შეეშალოს სესიის ზუსტ დროს დაწყებას.

  • რაც შეეხება დაგვიანებას. თუ რომელიმე ფეხბურთელი ვარჯიშზე დააგვიანებს, გუნდს არ შეუერთდება და მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშით დაკავდება.

  • ვარჯიშზე 3-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში, მოთამაშეს დამატებითი სანქციები დაეკისრება, რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია. (თუმცა, როგორც იწერება, მოთამაშე მომავალ მატჩს გამოტოვებს)

ასე და ამგვარად, 43 წლის ესპანელი თავკაცი მიიჩნევს, რომ დისციპლინა არის კომპონენტი, რომლის გარეშეც წარმატებაზე საუბარი ზედმეტია - ასევე ცნობილია, რომ ანალოგიური მიდგომა ბასკ სპეციალისტს ლევერკუზენშიც ჰქონდა.

ალონსო ლევერკუზენს 2022 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ,,ფარმაცევტებმა'' ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გარდა ამისა, გუნდმა ევროპა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

ხაბი ალონსო რეალის ფეხბურთელიც იყო და მან ამ კლუბში უდიდესი ეპოქა შექმნა. ახლაც იგივე მიზნით არის მოსული, ოღონდ უკვე მწვრთნელის რანგში.

სხვა სტატიები