ტრავმირებულ ფეხბურთელებს მოედნის გარეთ 1 წუთის გატარება მოუწევთ
ფიფას სურს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩის დროს ტრავმას მიიღებენ, მოედნიდან გასვლის შემდეგ თამაში 1 წუთით შეეზღუდოთ.
როგორც BBC წერს, ეს ტემპის დაგდებისა და დროის ფუჭად გაფლანგვის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება. ახალი წესი, შესაძლოა, შაბათს, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების საბჭოს ყოველწლიურ კრებაზე დამტკიცდეს.
ამ მომენტისთვის დებულებაში არ არსებობს პუნქტი იმის შესახებ თუ რამდენი ხნით უნდა დარჩნენ ტრავმირებული ფეხბურთელები მოედანს გარეთ. თუმცა, ლიგებს აქვთ უფლება, საკუთარი წესები დაადგინონ, მაგალითად, პრემიერლიგაში 2023-2024 წლების სეზონის შემდეგ, 30-წამიანი წესი არსებობს.
დიდი ალბათობით, აღნიშნულ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, რადგან ფეხბურთელის მოედანზე არყოფნა, გოლის გაშვების რისკს ზრდის. გასულ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს ბრენტფორდთან მატჩის შემდეგ, რომელშიც დე ლიხტს ტრავმის გამო მოედნიდან გასვლა მოუწია, მის დაბრუნებამდე კი მეტოქემ კუთხურიდან გოლი გაიტანა.
უკვე ცნობილია, რომ განიხილება გამონაკლისებიც - თუ ჯარიმის დროს დამრღვევი ყვითელ ან წითელ ბარათს მიიღებს, ტრავმირებულ ფეხბურთელს მოედნის გარეთ დარჩენა არ მოეთხოვება, ახალი წესი არც მეკარეებს შეეხებათ.
Premier League set for rule change around injured players leaving the pitchhttps://t.co/NtMcZsHkKd pic.twitter.com/IFf94mTFMU
— Mirror Football (@MirrorFootball) February 23, 2026