ბარსელონაში ჩასული პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება - გაბონელი თავდამსხმელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში ჩაიშალა.
მხარეებმა ხელფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - ცნობილია, რომ ობამეიანგის დასარეგისტრირებლად, "ბარსელონას" უსმან დემბელეს გუნდიდან გაშვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, ფრანგმა ვინგერმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბი ვერ ნახა.
გეტყვით, რომ "არსენალის" ფეხბურთელის დამატებას "ბარსელონა" 6-თვიანი იჯარით ცდილობდა. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლონდონელებმა ობამეიანგის ბარსელონაში გამგზავრების ამბავი გვიან შეიტყვეს.