Belive

ლუის ენრიკე: ,,ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბარსელონასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ. 0:1-ზე საფრთხე შეგვექმნა, რადგან მეტოქე ბურთს არ კარგავდა და კარგად თამაშობდა.

მეორე ნახევარში მატჩის შემოტრიალება შევძელით, თუმცა ბარსელონამ მესამე გოლი გაიტანა.

კატალონიაში გამარჯვების დიდი სურვილით მივემგზავრებით. ეს ჩვენთვის ფინალი იქნება. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ!'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები