Transfermarkt-მა 2025 წელს ყველაზე მზარდი ფასის მქონე ფეხბურთელები დაასახელა
საფეხბურთო სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა 2025 წელს ყველაზე მზარდი ფასის მქონე ფეხბურთელები დაასახელა. კალენდარული წლის განმავლობაში 65 მილიონი ევროთი საბაზრო ღირებულება გაეზარდა ბაიერნის შემტევ მაიკლ ოლისეს, რაც მიმდინარე წელს მსოფლიოს ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტია, მეორე ადგილს ნიკ ვოლტემადე იკავებს, ხოლო მესამეზეა ვიტინია.
სრულად საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
მაიკლ ოლისეს ფასი 65 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონია)
ნიკ ვოლტემადეს ფასი 62.5 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 70 მილიონია)
ვიტინიას ფასი 55 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონია)
დინ ჰუისენის ფასი 52 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონია)
დეზირე დუეს ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონია)
ჟოაო ნევეში ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონია)
არდა გიულერის ფასი 45 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონია)
ნიკო პასის ფასი 45 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონია)
უგო ეკიტიკეს ფასი 45 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონია)
ალექსანდრ ისაკის ფასი 45 მილიონი ევროთი გაიზარდა (მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონია)