Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით ლეო მესის სატრანსფერო ფასი შემცირდა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Transfermarkt-მა MLS-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
5 მილიონით შემცირდა ,,ინტერ მაიამის'' შემტევის, ლეო მესის ღირებულება, რომლის ფასიც ახლა ვებგვერდის ვერსიით, 30 მილიონი ევროა.
ამის მიუხედვად ლეო აშშ-ის ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად რჩება (მსოფლიოში კი 250-ეა).
ამ მხრივ, მეორე ადგილს ,,ატლანტა იუნაიტედის'' ნახევარმცველი, ტიაგო ალმადა იკავებს (27 მილიონი ევრო), მესამეზე კი ,,ორლანდო სიტის'' გარემარბი - ფაკუნდო ტორესია (14 მილიონი ევრო).
ნახევარ-ნახევარ მილიონით, 2,5 მილიონ ევრომდე შემცირდა მესის თანაგუნდელების, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის ფასი, ლუის სუარესის ღირებულება კი 4 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში ლეოს ანგარიშზე ,,ინტერ მაიამის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.