Belive

Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი უცვლელია

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

უცვლელია ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომლის ფასიც ვებგვერდის ვერსიით კვლავ 80 მილიონი ევროა.

იტალიის ჩემპიონატში კვარაზე ძვირადღირებული ისევ სამი ფეხბურთელია - ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი (110-110 მილიონი ევრო) და რაფაელ ლეაუ (90 მილიონი ევრო).

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დეკემბერში განახლებული ფასების მიხედვით ათეულში არ იყო, ახლა კი მეათეზეა, ,,იუვენტუსის'' მცველი, ბრემერია - ბრაზილიელმა ტოპ ათეულიდან კიეზა დააქვეითა.

სერია A-ს 28 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, პირველ ადგილს კი 75 ქულით ,,ინტერი'' იკავებს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:

  1. ლაუტარო მარტინესი - 110 მილიონი ევრო

  2. ვიქტორ ოსიმენი - 110 მილიონი ევრო

  3. რაფაელ ლეაუ - 90 მილიონი ევრო

  4. ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო

  5. ნიკოლო ბარელა - 75 მილიონი ევრო

  6. ალესანდრო ბასტონი - 70 მილიონი ევრო

  7. დუშან ვლაჰოვიჩი - 65 მილიონი ევრო

  8. ტეო ერნანდესი - 60 მილიონი ევრო

  9. მარკუს ტურამი - 60 მილიონი ევრო

  10. ბრემერი - 60 მილიონი ევრო

სხვა სტატიები