ოფიციალურად | ტრავმა მოშუშებულია - ხვიჩა კვარაცხელია მონცას წინააღმდეგ ითამაშებს
სერია A-ს 31-ე ტურის მატჩები 6-7 აპრილს გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრება.
იტალიურ სპორტულ მედიებზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ ორშაბათიდანვე ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა და გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "მონცას" წინააღმდეგ პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც ნეაპოლურმა მხარემ "ატალანტასთან" მისი თამაში არ გარისკა, რადგან ქართველ ფეხბურთელს კუნთების გადაღლილობა აწუხებდა. მის არ ყოფნაში "ნაპოლი" უშუალო კონკურენტ "ატალანტასთან" 0:3 განადგურდა და ევროთასების ზონას 5 ქულით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ "მონცა" "ნაპოლის" დაპირისპირება 7 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგება.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გატანილი გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.