Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრები დღეს ერთა ლიგის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. (თუ ალბანეთმა ისე არ მოუგო უკრაინას, რომ გოლების შეფარდებით გაგვასწროს). პირველი ადგილი კი ავტომატურად ნიშნავს B დივიზიონიდან A-ში გადანაცვლებას. ნაკრების ლიდერმა სწორედ დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საწადელს მივაღწიოთ. ჯერ ამ თამაშზე ვფიქრობთ, ზოგადად კი, 2025 წელსაც ისეთი მონდომებით უნდა გავაგრძელოთ ვარჯიში, როგორც ამას 2024-ში ვაკეთებდით. ამ გუნდს აქვს პოტენციალი ისეთივე წარმატებულები ვიყოთ მომავალში, როგორც ეს ამ წელს დამტკიცდა.

გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად შეუძლიათ განვითარება, ამიტომ მჯერა, რომ მხოლოდ წინ მივიწევთ. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

საქართველოს ნაკრები, ჯგუფის პირველ შეხვედრაში სწორედ ჩეხეთს დაუპირისპირდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველმა გულშემატკივარმა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თამაში იხილა, ჩეხები 4:1 გავანადგურეთ და დღეს მასპინძლები რევანშის სურვილით იქნებიან შეპყრობილი.

ჩეხეთთან სულ 2-ჯერ გვითამაშია, ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში, სადაც მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, მეორე კი ზემოთ აღნიშნული შეხვედრაა.

სხვა სტატიები