Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა
Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
5 მილიონი ევროთი გაიზარდა ,,ნაპოლის'' ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომლის ფასიც ვებგვერდის ვერსიით ამჯერად 85 მილიონი ევროა.
იტალიის ჩემპიონატში კვარაზე ძვირადღირებული მხოლოდ ლაუტარო მარტინესია, რომელიც 100 მილიონადაა შეფასებული.
5 მილიონი ევროდან 8 მილიონამდე გაიზარდა ,,ემპოლის'' მცველის, საბა გოგლიჩიძის ფასი.
სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:
ლაუტარო მარტინესი - 100 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 85 მილიონი ევრო
ნიკოლო ბარელა - 80 მილიონი ევრო
რაფაელ ლეაო - 75 მილიონი ევრო
მარკუს ტურამი - 75 მილიონი ევრო
ალესანდრო ბასტონი - 75 მილიონი ევრო
დუშან ვლაჰოვიჩი - 60 მილიონი ევრო
ბრემერი - 60 მილიონი ევრო
ფედერიკო დიმარკო - 60 მილიონი ევრო
ადემოლა ლუკმენი - 55 მილიონი ევრო