,,თქვენი საქციელი გულშემატკივრობა არ არის” - გუგეშაშვილის პასუხი გიოზთეფეს ქომაგებს
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გაზიანთეფთან წაგებული მატჩის (2:4) შემდეგ, გიოზთეფეს მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა, იმ გულშემატკივრებს უპასუხა, რომლებიც თამაშის განმავლობაში ქართველ მეკარეს უსტვენდნენ:
,,მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვის. ზოგჯერ ყველაფერი ისე ხდება, როგორც გვინდა, ზოგჯერ კი - არა. ფეხბურთში კარგი დღეებიც არსებობს და ცუდიც. მაგრამ, ვერავინ შეძლებს ჩემი ბრძოლის, ჩემი ხასიათისა და იმ შრომის ეჭვქვეშ დაყენებას, რომელიც ამ მაისურისთვის გავიღე.
თქვენი საქციელი გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ეს კლუბი და ყოველთვის, ყოველ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათ მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული მაქვს.
დიახ, შესაძლოა ახლა ცუდ პერიოდს გავდივართ, მაგრამ გიოზთეფეში მოსვლის პირველივე დღიდან არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ამ კლუბის ემბლემა და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში თუ მოედანზე...
ხოლო მათ, ვინც კლავიატურას ეფარება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი პატარა, ოდესმე ქუჩაში ან სადმე სხვაგან აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს...” - წერს ლუკა გუგეშაშვილი
ლუკა გუგეშაშვილმა 4-ვე გოლი პირველ ნახევარში გაუშვა. 27 წლის მეკარე მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა.