4 გაშვებული გოლი და შეცვლა პირველი ტაიმის შემდეგ - გუგეშაშვილის ცუდი მატჩი გაზიანთეფთან
თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში გიოზთეფემ გაზიანთეფს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.
გიოზთეფეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა, რომელმაც 4-ვე გოლი პირველ ნახევარში გაუშვა. 27 წლის მეკარე მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა.
როგორც თურქული მედია წერს, ქართველ მეკარეს გულშემატკივრები მთელი ტაიმის განმავლობაში უსტვენდნენ:
ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი გულშემატკივრების მთავარი სამიზნე გახდა. ფანები მეკარეს ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ. ქომაგები გიოზთეფეს აკადემიის აღზრდილის, სათადარიგო სკამზე მყოფი მეკარის, არდა ოზჩიმენის სასარგებლოდ სკანდირებდნენ.
გუგეშაშვილს პირველ ტაიმში სულ 4-ჯერ დაურტყეს და, სამწუხაროდ, 4-ვე ეპიზოდი გოლით დასრულდა. Flashscore-მა ქართველი მეკარის თამაში ყველაზე დაბალი - 4,3 ქულით შეაფასა.
Süper Lig’in 4. haftasında evinde ağırladığı Gaziantep FK karşısında ilk 10 dakikada 2-0 yenik duruma düşen Göztepe’de, taraftarlar Gürcü kaleci Luka Gugeshashvili’yi hedef tahtasına koydu. Kaleci topa her temasında sarı-kırmızılı taraftarlar tarafından ıslıklandı. İlk yarı da… pic.twitter.com/trzu6lkFcj
— Erhan Gülenç (@erhangulenc77) September 7, 2026