Belive

გიოზთეფემ გუგეშაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა გუგეშაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გიოზთეფეს დატოვებს - აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, გიოზთეფე ქართველ მეკარეს, რომელიც დისციპლინარული მიზეზების გამო ძირითადი გუნდიდანაა მოკვეთილი, კლუბში აღარ დააბრუნებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუგეშაშვილი ძირითად გუნდს სადისციპლინო საქმისწარმოების დასრულებამდე ჩამოშორდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, გიოზთეფე ქართველ მეკარეს საერთოდ აღარ ათამაშებს, რადგან ინციდენტიდან 3 კვირის შემდეგაც კი ჩამოშორებულია ძირითად გუნდს.

ფანებთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 3 კვირა გავიდა, მაგრამ გუგეშაშვილი ძირითად გუნდს მაინც ჩამოშორებულია. როგორც ჩანს გიოზთეფე დამოკიდებულებას არ შეიცვლის და მეკარეს ჩადენილს არ აპატიებს. - Fanatik.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილი ბერზნული პაოკის საკუთრებაა და გიოზთეფეს სეზონის დაწყებამდე, იჯარის წესით შეუერთდა.