ტოტენჰემმა ბაიერნის 100 მილიონიანი წინადადება უარყო
მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად ცდილობს ჰარი კეინის შეძენას და მზადაა ინგლისელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"რეკორდმაისტერის" მცდელობის მიუხედავად, ლონდონური კლუბი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ, საკუთარი ვარსკვლავის გაშვებას არ გეგმავს. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ლონდონებელბმა "ბაიერნის" წინადადება დაბლოკეს და კეინის სანაცვლოდ გაცილებით მეტს ითხოვენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნის" წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა კეინთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ და "ტოტენჰემს" გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ, ან ინგლისელი ფორვარდისთვის ბრძოლას ჩაეხსნან.
Tottenham have rejected Bayern €100m package bid for Harry Kane — as called by @David_Ornstein. Daniel Levy said no to German club proposal. ⚪️⛔️ #THFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 7, 2023
Bayern will discuss internally on how to proceed after proposal turned down — meeting will take place soon. pic.twitter.com/jLAtv6uEWQ