Belive

ტოტენჰემმა არსენალს გაასწრო: მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ათეული 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
აუდიტისა და ფინანსური სფეროს ექსპერტების მიერ შეგროვილ და დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულ მედიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ნუსხა გავრცელდა. "მადრიდის რეალი" კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს საფეხბურთო ბრენდად რჩება, რომლის ქონების ჯამური ღირებულებაც 2.95 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს წინა სეზონთან შედარებით 1.5%-იანი ზრდა აქვს. მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედი" იკავებს, რომლის საერთო ღირებულებაც 2.84 მილიარდ ფუნტს წარმოადგენს. სამეულს კიდევ ერთი ესპანური გრანდი, "ბარსელონა" ასრულებს. რაც შეეხება პრემიერლიგის წარმომადგენელ კლუბებს, აქ საინტერესო მოცემულობა მივიღეთ - "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოსავლების ზრდა, 2%-ით შემცირდა, მაშინ როცა მათი პრინციპული მეტოქე "ლივერპულისა" 9,3% -ით გაიზარდა და 2,26 მილიარდი ფუნტი შეადგინა.
ეს პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს მეხუთე საფეხურზე ამყოფებს, რაც საშუალებას აძლევთ მერსისაიდელებს, რომ "მანჩესტერ სიტის" (2,21 მილიარდი ფუნტი) და "ჩელსის" (1,88 მილიარდი ფუნტი) გაუსწროს. საინტერესო ვითარებაა ლონდონელ მოსისხლე მტერთა ბანაკში, სადაც "ტოტენჰემმა" "არსენალს" ისტორიაში პირველად გადაასწრო. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე საგრძნობლად კარგად აისახება, ვინაიდან "დეზებმა" ბოლო 5 სეზონიდან 4-ში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს, მაშინ, როცა "მეთოფეებს" 2017 წლიდან ეს საქმე სანატრელი აქვთ. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:  1. მადრიდის "რეალი" 2. "მანჩესტერ იუნაიტედი"  3. "ბარსელონა"  4. მიუნხენის "ბაიერნი"  5. "ლივერპული"  6. "მანჩესტერ სიტი"  7. "ჩელსი"  8. "ტოტენჰემი"  9. "პსჟ"  10. "არსენალი"

სხვა სტატიები