Belive

"გატანილი გოლიდან უკვე 20 წუთი გავიდა, მუშაობა უნდა განვაგრძო" - ჰოლანდი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის გადადებულ შეხვედრაში, "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება. ლონდონში, "ემირეითსზე" გამართული ბლოკბასტერი "მეთოფეების" მარცხით, 1:3 დასრულდა.

მეთოფეების კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი ერლინგ ჰოლანდი გახდა. "ქალაქელთა" ვარსკვლავმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 26 გოლის გატანა შეძლო და როგორც ჩანს გაჩერებას კიდევ დიდხანს არ აპირებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა - "ქალაქელთა" ვარსკვლავმა გამარჯვების მნიშვნელობასა და გატანილი გოლების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

"ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ. ამ გუნდში ყოფნით ბედნიერი ვარ. მაღალი დონის ვარსკვლავები გვყავს. არ ვიცი რა ვთქვა - ჩვენ ეს გამარჯვება გვჭირდებოდა და უზომოდ ბედნიერი ვარ. მთავარია წინსვლა განვაგრძოთ. ესაა ჩემი ცხოვრება. ბოლო გოლის გატანიდან უკვე 20 წუთი გავიდა, მუშაობა უნდა განვაგრძო", - ერლინგ ჰოლანდი.

შეგახსენებთ, უშუალო მდევართან განცდილი მარცხის შედეგად, "არსენალმა" პირველი ადგილი დათმო. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში "მანჩესტერ სიტი" მოექცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო ლონდონურ კლუბს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები