ტოტენჰემი მზადაა რომეროს შეელიოს - არგენტინელი მცველის დამატება გრანდებს სურთ
„TEAMtalk“ წერს, რომ ტოტენჰემი კრისტიან რომეროს გასაყიდად მზად არის. ლონდონური კლუბი არგენტინელი მცველის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტს ითხოვს, თუმცა შესაძლოა, 40 მილიონ ფუნტზე მოუწიოს შეთანხმება.
🚨 Tottenham Hotspur are 𝗥𝗘𝗔𝗗𝗬 𝗧𝗢 𝗦𝗘𝗟𝗟 Cristian Romero this summer and want around £50M.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) July 18, 2026
Spurs could accept closer to £40M due to the defender's injury record.
Inter Milan, Real Madrid, Barcelona and Atletico Madrid are all interested in Romero.
(Source: @TEAMtalk) pic.twitter.com/mHgDgmRnbF
28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით დიდი ხანია მილანის ინტერია დაინტერესებული. მოლაპარაკებები მადრიდის რეალისა და ბარსელონას წარმომადგენლებთანაც გაიმართა. არგენტინელს აქტიურად აკვირდება მადრიდის ატლეტიკოც, რომელსაც მისი დამატება რამდენიმე წლის წინაც სურდა.
ტოტენჰემმა ამ ზაფხულს უკვე დაიმატა ცენტრალური მცველები იან პოლ ვან ჰეკე და მარკოს სენესი, ამასთან, კლუბი მიკი ვან დე ვენთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებასაც გეგმავს.