Belive

არტეტა პირადად ჩაერთო | არსენალი ვინისიუსისთვის ბრძოლას განაგრძობს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის არსენალი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დამთავრებამდე, ვინისიუს ჟუნიორი დაიმატოს. ინგლისური მედიის ცნობით, კლუბებს შორის, უკვე შედგა პიორველი კონტაქტი, თუმცა ეს ინფორმაცია, ოფიციალურად, არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია. თავად ბრაზილიელმა, არაერთხელ განაცხადა, რომ მადრიდის რეალში დარჩენა სურს, მაგრამ არსებული ცნობებით, არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვალოს.

AS-ის ინფორმაციით, მიკელ არტეტამ, ტრანსფერზე მუშაობა, პირადად აიღო თავის თავზე. არსენალის მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელ ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდა და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ის ლონდონური კლუბის პროექტში.

ახლა საინტერესოა თავად ვინისიუსის პოზიცია. როგორც ცნობილია, არტეტას ამ გზავნილმა, ვინიზე შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელი თავკაცის განცხადების შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელმა უკვე იცის, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებული გუნდის რიგებში, ცენტრალური ფიგურა იქნება და 2026/27 წლების პროექტი სწორედ მის გარშემო აშენდება.

ბრაზილიელი უკვე დაბრუნდა მადრიდში და უდიდესი ალბათობით, მასსა და ბლანკოსის ხელმძღვანელებს შორის, ამ პოტენციურ ტრანსფერთან და მის სამომავლო კონტრაქტთან დაკავშირებით, საუბარი მალე შედგება. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის შეთანხმება არსენალსა და ვინისიუსს შორის, ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელის აგენტებმა მსგავსი ინფორმაცია უარყვეს, თუმცა არტეტასა და მისი სამწვრთნელო შტაბის პირდაპირი კონტაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სურს პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის რეალის ფეხბურთელის, საკუთარ შემადგენლობაში ხილვა.

სხვა სტატიები