რეალის "ჯოკერზე" ბარსელონამ უარი თქვა
კარლოს ესპი, მიმდინარე სეზონში, რეალ მადრიდის ნამდვილ 'ჯოკერად' იქცა - 21 წლის ფორვარდმა „სამეფო კლუბს“ გამარჯვება ჯერ სადებიუტო ტურში ესპანიოლთან მოუტანა, ხოლო მოგვიანებით, იგივე სცენარი ელჩესთან შეხვედრაშიც გაიმეორა. Foot Mercato-სა და Cadena SER-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ესპანელი თავდამსხმელი, შესაძლოა, კატალონიურ გრანდში აღმოჩენილიყო.
ლევანტეში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, ესპი პირადად შესთავაზა ბარსელონას. კატალონიურმა კლუბმა მოთამაშის მაღალი კლასი კი აღიარა, თუმცა გარიგებაზე უარი თქვა - ბარსაში არ ისურვეს 25 მილიონი ევროს გადახდა ფეხბურთელში, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრი ვერ გახდებოდა და სათამაშო დროსაც ნაკლებად მიიღებდა. ამასთან, ჰანსი ფლიკის სათამაშო სტილისთვის კლუბმა სხვა ალტერნატივები არჩია.
ესპის ტრანსფერზე უარის თქმის შემდეგ, ბარსელონამ აქცენტი ეგვიპტელ ტალანტზე (ჰამზა აბდელკარიმი) გააკეთა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ჰამზა იდეალურად ჯდება ახალგაზრდა, შემტევი ფორვარდის პროფილში, რომელსაც შეტევების დაგვირგვინების შესანიშნავი უნარი აქვს.
Por qué no quiso fichar el Barcelona a Carlos Espí tras ser ofrecido https://t.co/8VJAEfz7nE
— Cuatro (@cuatro) September 17, 2026