Belive

ტოტენჰემი და ჯენოა დრაგუშინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემი" და "ჯენოა" რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რუმინელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, "ტოტენჰემი" 25 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება. "სპურსმა" გარიგებაში ჯედ სპენსიც ჩართო, რომელიც "ჯენოას" იჯარით შეუერთდება, იტალიურ კლუბს კი მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ გარიგების თანახმად, საიჯარო ხელშეკრულების პერიოდში, სპენსის ხელფასს "ტოტენჰემი" გადაიხდის.

სხვა სტატიები