Belive

"ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი თამაში - ძალისხმევით, ხარისხით და ყველაფრით" - გარი ნევილი მანჩესტერზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. პირველი ტაიმის მე-3 წუთზე ბრენან ჯონსონმა პირველი გოლი გაიტანა, 42-ე წუთზე მანჩესტერელებს ბრუნო ფერნანდეში გაუძევეს, 47-ე წუთზე დეიან კულუშევსკიმ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ბოლო გოლი 77-ე წუთზე დომინიკ სოლანკემ გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე და ინგლისური კლუბის ლეგენდა, გარი ნევილი, თავისი გუნდის თამაშით ძალიან დამწუხრებულია, ვეტერანმა ფეხბურთელმა Sky sports-თან ისაუბრა და "ტოტენჰემთან" ასპარეზობა შეაჯამა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ასეთი თამაში არავისთვის ყოფილა გასაკვირი, რადგან მთელი სეზონი არასტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ მათ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ყველაზე ცუდად იასპარეზეს. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი თამაში პირველ ტაიმში - ძალისხმევით, ხარისხით და ყველაფრით, როგორც გუნდის ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელის მისამართით აუცილებლად დაისმება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში, რაც მე ტენ ჰაგის მწვრთნელობის პერიოდში მინახავს, ეს რაღაცის მიმანიშნებელია. გუნდში ძალიან ცუდი გარემოა. - გარი ნევილი

სხვა სტატიები