Belive

ტორპედოს შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი მხარე აუქციონში მონაწილეობას აღარ მიიღებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებით და კლუბის შეძენით დაინტერესებულმა კომპანიამ, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" იმერული კლუბის გასასხვისებლად გასამართ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: "ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იგივე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია. შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ და მის მომავალ ახალ მეპატრონეს".
https://www.live.ge/other/chashlili-auqtsioni-qomagebis-protesti-investorebis-pirobebi-ra-khdeba-quthaisis-torpedoshi/ მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, თავდაპირველად ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, გუნდი “საბურთალოს” წინააღმდეგ სათამაშოდ ახალგაზრდული შემადგენლობით გავიდა და – 0:3 დამარცხდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც კლუბმა ახალი ინვესტორის მოსვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, გუნდმა საწვრთნელი პროცესი განაახლა და ზაფხულის შესვენების შემდეგ, “თელავთან”, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე (0:1) გამართულ შეხვედრაში ძირითადი ბირთვით ითამაშა. ამავე დროს, კლუბს ჰყავს რამდენიმე ახალწვეული: როინ კვასხვაძე, მათე ვაწაძე, თორნიკე ახვლედიანი, ბიძინა მახარობლიძე, ვასილის კარაგუნისი და  მაგამედ პარაგულგოვი. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები