Belive

ტირანას მწვრთნელი: "ფურცელზე ტორპედო ჩვენზე ძლიერია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასავლელად ვიბრძოლებთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანური "ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა, ბლედი შკენდიმ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, "ტორპედოსთან" ფრედ ნათამაშები (1:1) შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

"მერჩივნა ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ საერთო ჯამში ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.

მეორე მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება. ვფიქრობ აქ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეტის გაკეთება გვმართებს.

ველოდი, რომ მატჩი ასე წარიმართებოდა. გვქონდა მომენტები და უკეთესი იქნებოდა მეორე გოლი გაგვეტანა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სათამაშო სტილი არ უნდა შევცვალოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვცადოთ.

მეტოქის შეფასებაში არაფერი შემიცვლია. "ტორპედო" ფურცელზე, ნამდვილად ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ იგივე სულისკვეთებით მუშაობას, რათა მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩეს", - თქვა "ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და "ტირანას" საპასუხო შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქში 18 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები