Belive

მოლაპარაკებები დასრულდა - მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

MERCATO-ს ცნობით, "მონპელიეში" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მამადუ სახომ ახალი კლუბი იპოვა და ეს ქუთაისის "ტორპედოა". სახო გასული წლის ნოემბრის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს, 34 წლის ფრანგი მცველი კონტრაქტს ქართულ კლუბთან გააფორმებს.

კონტრაქტის პირობების თანახმად, სახო ქუთაისში ერთი წლით ითამაშებს - 1-წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით (1+1 კონტრაქტი). სახო კარიერის გასაგრძელებლად ოჯახისთვის იდეალურ ატმოსფეროს ეძებდა და ქუთაისის ტორპედოს პროექტმა მისი დარწმუნება შეძლო (მიმზიდველი ხელფასი, მშვიდი ოჯახური გარემო).

მამადუ სახო კარიერის განმავლობაში "პსჟ"-ის, "ლივერპულის", "კრისტალ პალასის" და "მონპელიეს" ღირსებას იცავდა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 29 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. ქუთაისის ტორპედო გავლილი 18 ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ გორის "დილას" 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები