რანგნიკმა ნაგელსმანს ტოტენჰემის ჩაბარება ურჩია
მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა "ბაიერნი" დატოვა გერმანელს მსურველი მაშინვე გამოუჩნდა. როგორც იწერებოდა, "ჩელსისთვის" იულიანი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა, მათი თანამშრომლობა ვერ შედგა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შემოთავაზებაზე უარი თავად ნაგელსმანმა განაცხადა.
რალფ რანგნიკი თვლის, რომ იულიანისთვის კარგი იქნებოდა თუ "ტოტენჰემს" ჩაიბარებდა.
"ვფიქრობ "ტოტენჰემი" მრავალმხრივ საინტერესოა გუნდია. მათ ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი სტადიონი აქვთ. დანიელ ლევიმ, რომელიც კლუბს უკვე წლებია სათავეში უდგას, გუნდს შესანიშნავი ბაზა აუშენა. თუ "ტოტენჰემს" მართლა უნდა ნაგელსმანის დამატება, მნიშვნელოვანი იქნება, რომ სპორტული დირექტორი ისევ იქ იყოს. "ტოტენჰემი" ის გუნდია, სადაც დავიდანვე ცხრილის ლიდერობას არ მოგთხოვენ. ასე რომ ნაგელსმანისა და ამ გუნდის ურთიერთობის ისტორია კარგი იქნება." - განაცხადა რალფ რანგნიკმა.
აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანის გერმანიის გარდა, სხვა ჩემპიონატებში არ უმუშავია. ჯერ კიდევ "ლაიფციგში" ყოფნისას მან აღნიშნა, რომ მისთვის პრემიერ ლიგაში ყოფნა ძალიან საინტერესო იქნებოდა.
"პრემიერ ლიგა დიდი ჩემპიონატია და ძლიან კარგი იქნება თუ იქ იურგენივით წარმატებული ვიქნები. რამდენიმე წელში პრემიერ ლიგაში წასვლაზე ვფიქრობ, თუმცა ასეთი რამის დაგეგმვა არც ისე ადვილია." - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა "ლაიფციგში" მუშაობისას.