Belive

ოფიციალურად | მბაპემ ტრავმა მოიშუშა და ატლეტიკოსთან სათამაშოდ მზად არის

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ატლეტიკო'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ,,სამეფო კლუბის'' გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ბევრი კითხვისნიშანი იყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა კილიან მბაპე "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩში თამაშს - სულ ახლახანს კი "სამეფო კლუბმა" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც 26 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი სამატჩო განაცხადშია და მზად არის, რომ მადრიდულ დერბიში პირველივე წუთიდან ითამაშოს.

კილიან მბაპემ "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ, 75-ე წუთზე კოჭის არეში ტკივილი იგრძნო, რის გამოც მან შეცვლა მოითხოვა და ამ დრომდე არ იყო ცნობილი, შეძლებდა თუ არა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშს.

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში მე-8 გოლის გატანას შეეცდება, "რეალი" კი 1/4-ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები