ტონი კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი, ასევე ლეგენდარული ბრაზილიელის რომარიოს პოდკასტში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. კროოსმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე. 35 წლის ვეტერანმა ტურნირის მთავარ ფავორიტად 3 გუნდი დაასახელა და აღსანიშნავია ისიც, რომ პოტენციურ გამარჯვებულებში თავისი ნაკრები არ შეიყვანა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მთავარი ფავორიტი ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი იქნება. ასევე ვფიქრობ, რომ მაროკომ შესაძლოა სიურპრიზი შემოგვთავაზოს, რადგან ტექნიკურად ისინი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდნენ. გერმანია და ბრაზილია ხუთეულში არ შემყავს. - ტონი კროოსი
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა, ის 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.