Belive

ტონი კროოსი: "უსამართლოები არ უნდა ვიყოთ, მესი საუკეთესოა..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი დასრულებულია – ჩემპიონი კი არგენტინის ნაკრებია.

მუნდიალის პერიოდში სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპორტსმენი - ტონი კროოსი იყო, რომელმაც შეჯიბრის განმავლობაში არაერთი კომენტარი გააკეთა. გერმანელ ფეხბურთელს არც მუნდიალის ფინალი დაუტოვებია უკომენტაროდ.

"არ ვიცი ვინმეს თუ კიდევ აქვს კითხვები ამ მუნდიალის შესახებ. არგენტინა და ლეო მესი სრულიად დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები.

მე 2022 წლის მუნდიალზე მესისნაირი პერფორმანსი ვერცერთი ფეხბურთელისგან ვერ ვნახე, ლეომ ეს ტიტული სამართლიანად დაიმსახურა.

მართალია მას არ უთამაშია იმ კლუბებში, რომელიც მე მომწონს, მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ, ის საუკეთესოა".

სხვა სტატიები