სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა
სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა. პროგრამამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ პოზიციაზე გაიყვანა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კომპიუტერის გამოთვლების შედეგად ჩემპიონი კვლავ "მანჩესტერ სიტია". საინტერესოა ისიც, რომ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება. ამჟამად "დეზები" მე-4 ადგილს იკავებენ და საკმაოდ კარგ ფორმაშიც არიან. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ"ჩელსიც" ევროტურნირებს მიღმა იქნება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ახლა მე-10 ადგილზეა.
სუპერკომპიუტერის მიერ გამოთვლილი პრემიერ ლიგის 2023/2024 წლის სეზონის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება:
"მანჩესტერ სიტი"
"არსენალი"
"ლივერპული"
"ნიუკასლ იუნაიტედი"
"ასტონ ვილა"
"ჩელსი"
"ტოტენჰემი"
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"ბრაიტონი"
"ბრენტფორდი"
"ვესტ ჰემი"
"ევერტონი"
"ვულვერჰემპტონ უონდერერსი"
"კრისტალ პალასი"
"ნოტინგემ ფორესტი"
"ფულემი"
"ბორნმუთი"
"ბარნლი"
"ლუტონი"
"შეფილდ იუნაიტედი"
სანაკრებო პაუზის გამო, პრემიერ ლიგა დროებით შეჩერებულია. ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მატჩები 25 ნოემბრიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ პირველივე შეხვედრა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება იქნება.