Belive

ოფიციალურად | 17 წლის მარკ ბერნალისთვის სეზონი დასრულებულია

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მესამე ტურში, "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა.

ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგას ბრწყინვალედ, სამიდან სამი გამარჯვებით იწყებს და ლა ლიგის 9 ქულით ლიდერობს.

მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი შეჯახების შედეგად, "ბარსელონას" 17 წლის ფეხბურთელი - მარკ ბერნალი დაშავდა, რომელმაც მოედანზე დაბრუნება ვეღარ შეძლო და მისი რეაქციიდან გამომდინარე, სავარაუდო იყო, რომ ტრავმა საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო.

ასეც მოხდა, 28 აგვისტოს, "ბარსელონამ" 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ბერნალს მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი, გარდა ამისა, მას ასევე დაზიანებული აქვს გარეთა მენისკი და მის რეაბილიტაციას საკმაო პროცესი დასჭირდება, რის გამოც 17 წლის ფეხბურთელს მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

მარკ ბერნალი "ბარსელონას" შემადგენლობაში პრე-სეზონში გამოჩნდა, სადაც თავი საკმაოდ ლამაზი ფეხბურთით და ბრწყინვალე სათამაშო ინტელექტით დაგვამახსოვრა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრენკი დე იონგის არ ყოფნაში, იგი "ბარსელონას" მთავარ საყრდენად მოიაზრებოდა და ასეც იყო.

17 წლის ესპანელი "ბარსელონას" აღზრდილია. ახალ სეზონში მან "ბარსელონასთან" ერთად სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობას და კლუბის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.

სხვა სტატიები