Belive

ტონი კროოსი: "როგორც არ უნდა იმართლონ თავი, საუდის არაბეთში მხოლოდ ფულის გამო მიდიან"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

34 წლის ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ტონი კროოსმა, საუდის არაბეთის ჩემპიონატზე და იქ წამსვლელ ცნობილ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ეს ჩემთვის ცოტა რთული თემაა, რადგან შეიძლება ბევრ ჩემს მეგობარს ვატკინო გული, თუმცა ჩემი სათქმელის დამალვა ნამდვილად არ მსურს და მინდა რომ ვთქვა.

საუდის არაბეთში გადასვლა გასაგები გადაწყვეტილებაა კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელიც კარიერის დასასრულს უახლოვდება და მას არავისთვის აღარაფერი აღარ აქვს დასამტკიცებელი, რადგან ყველა შესაძლო ტურნირი, რომელზეც მას უთამაშია, მოგებული აქვს და მას ამის უფლებაც და ნებართვაც აქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია კარიერის შუაში მყოფი ფეხბურთელები რატომ მიდიან ევროპის ტოპ გრანდებიდან იქ სათამაშოდ.

ყველა ამბობს, რომ იქ ამბიციურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საქმე მხოლოდ ფულს ეხება. საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება ფულისთვის და ფეხბურთის წინააღმდეგ.

ნებისმიერმა ფეხბურთელმა როგორც არ უნდა სცადოს თავის გამართლება, სიმართლე მხოლოდ ერთია - ბევრი ფულის სანაცვლოდ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთის თამაში, რასაც ფეხბურთელები არ უნდა თანხმდებოდნენ." - ტონი კროოსი

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა ევროპის ჩემპიონატზე დაასრულა.

34 წლის ლეგენდარული ნახევარმცველი წლების განმავლობაში: "ბაიერნის", "ლევერკუზენისა" და მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა.

ტონი კროოსი მადრიდის "რეალთან" ერთად 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

სხვა სტატიები