Belive

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ წლის უმთავრესი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთსა და არგენტინას შორის იმართება. მატჩის პირველი ტაიმი უკვე დასრულდა და ტაბლოზე უგოლო ფრე, 0:0 ფიქსირდება. მოედანზე ძალიან ტაქტიკური, დაძაბული 'ომია', სადაც არცერთი მხარე არ აპირებს შეცდომის დაშვებას.

ამ მატჩში, ცხადია სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მატჩი ლიონელ მესიმ, რომლისთვისაც ეს ფინალური დაპირისპირება ისტორიული აღმოჩნდა, კერძოდ - მესი გახდა ერთადერთი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის სამივე ფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

საფეხბურთო სამყაროში სულ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე არსებობს, ვისაც მუნდიალის სამ ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული

  • პელე (1958, 1962, 1970)

  • პიერ ლიტბარსკი (1982, 1986, 1990)

  • ლოთარ მათეუსი (1982, 1986, 1990)

  • კაფუ (1994, 1998, 2002)

  • რონალდო (1994, 1998, 2002)

  • ლიონელ მესი (2014, 2022, 2026)

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ ფინალებში მოედანზე საერთოდ არ გასულა (მაგალითად, პელე 1962 წელს ტრავმის გამო, ხოლო რონალდო 1994 წელს სათადარიგოთა იჯდა), ეს ექვსეული ტურნირის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

თუმცა, თუ უშუალოდ მატჩებში მონაწილეობას შევხედავთ, ამ ექვსიდან მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ითამაშა სამივე ფინალურ შეხვედრაში - ბრაზილიელმა კაფუმ და არგენტინელმა ლიონელ მესიმ.

აქედან კიდევ უფრო უნიკალურ რეკორდამდე მივედით - მესი გახდა ერთადერთი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის სამივე ფინალი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ვინაიდან კაფუ 1994 წლის ფინალში იტალიასთან მოედანზე მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდა.

სხვა სტატიები