Belive

რაფინია ამხანაგურში ტრავმის გამო შეცვალეს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ბანაკში განგაშის ზარებია - ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ავსტრალიასთან ბრისბენში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რაფინია შესვენებისას მოედნიდან ბარძაყის არეში შექმნილი დისკომფორტის გამო გაიყვანეს.

კატალონიელთა შემტევმა მატჩი „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე დაიწყო და შეცვლამდე „სელესაოს“ რიგებში ყველაზე მწვავედ და პროდუქტიულად გამოიყურებოდა. როდესაც გუნდის კაპიტანმა მოედანი დატოვა და ადგილი ენდრიკს დაუთმო ანგარიში, 2:2 ფიქსირდებოდა.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში განმარტეს, რომ ცვლილების მიზეზი ფეხბურთელის მარჯვენა ბარძაყის ტკივილი გახდა, თუმცა დაზიანების სიმძიმეზე დეტალური სამედიცინო დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ბარსას ვარსკვლავმა 45-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ცივსისხლიანად შეასრულა და ბრაზილიელთა მეორე გოლი გაიტანა, თუმცა გასახდელიდან მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

სხვა სტატიები