ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბარსელონა 602 ევროთი დააჯარიმა
ბარსელონა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 602 ევროთი დაჯარიმდა.
საქმე ეხება მადრიდის ატლეტიკოს მიერ კატალონიელთა წინააღმდეგ RFEF-ში შეტანილ სარჩელს, მოქმედი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელთან უნებართვო კონტაქტის გამო.
ფედერაციის რეგლამენტის მიხედვით, სანამ კლუბი სხვის ფეხბურთელს დაელაპარაკება, მის ამჟამინდელ გუნდს წერილობით წინასწარ უნდა აცნობოს. რადგან ეს წესი დაირღვა, დისციპლინურმა კომიტეტმა ბარსელონა დააჯარიმა, თუმცა სანქცია სიმბოლური აღმოჩნდა - კლუბს მხოლოდ 602 ევროს გადახდა მოუწევს.
მსგავს თემასთან დაკავშირებით, ატლეტიკომ ბარსას 2019 წლის ზაფხულშიც უჩივლა, მაშინ ბლაუგრანამ ანტუან გრიზმანთან წინასწარ გააფორმა კონტრაქტი და ეს სარჩელი სულ რაღაც 300-ევროიანი ჯარიმით დასრულდა.
🚨 JUST IN: Barcelona will pay a €602 fine following Atletico Madrid’s complaint regarding the Julian Alvarez incident. — @RamonFuentes74 https://t.co/FShelnFx6z
— Barça Universal (@BarcaUniversal) October 27, 2026