Belive

ტონი კროოსი: "ჩემი აზრითა და ცოდნით, დღეს პედრი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ტონი კროოსმა, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა.

კროოსმა აღნიშნა, რომ ის ძალიან ხშირად აკვირდება პედრის თამაშებს და მოხიბლულია მისი საფეხბურთო ცოდნითა და ინტელექტით.

„პედრი, ზოგადად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად მოგენატრება და დაგაკლდება, როდესაც არ თამაშობს, ვის წინააღმდეგაც არ უნდა თამაშობდეს.

ის მხოლოდ გოლებს არ იტანს და მხოლოდ საგოლე გადაცემებს არ აკეთებს - ის გადაწყვეტილებებს იღებს და ბევრ შესაძლებლობას გთავაზობს. გამოვტყდები, რომ მე მის თამაშებს მუდმივად ვუყურებ და მოხიბლული ვარ.

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნახევარმცველისთვის, მისნაირად ვერავინ ვერ აკეთებს. თამაშის განმავლობაში მინიმუმ 10-15 ჯერ იბრუნებს ბურთს და მეტოქეებს ძალიან ჩაგრავს, რაც ჩვენი პოზიციის ფეხბურთელისთვის ურთულესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ.

ჩემი საფეხბურთო ცოდნით, მას ამ პოზიციაზე დღეს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს - ის საუკეთესოა." - ტონი კროოსი

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა მისი დიდებული საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. მისთვის ბოლო შეჯიბრი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო.

სხვა სტატიები