ბეშიქთაში ჩაიშალა | მოჰამედ სალაჰი საუდის არაბეთს უახლოვდება
სალაჰი ალ-იტიჰადში გადასვლასთან ახლოსაა მას შემდეგ, რაც ბეშიქთაშთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა საუდის არაბეთის წარმომადგენელი კლუბის ფინანსურ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
ეგვიპტელ ფეხბურთელსა და ბეშიქთაშს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რისი მიზეზიც გარიგების ფინანსურ პირობებზე შეუთანხმებლობა გახდა.
ამისთანავე, ალ-იტიჰადი ლივერპულის ყოფილ შემტევს დაუკავშირდა და წელიწადში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასის მქონე კონტრაქტი შესთავაზა. არსებული ცნობებით, სალაჰმა ტრანფერსზე თანხმობა უკვე განაცხადა და ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
ლივერპულიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსულმა სალაჰმა მერსისაიდულ გუნდში ყოფნის პერიოდში ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.