,,ტონალი ფეხბურთს 2024 წლის 27 აგვისტოს დაუბრუნდება'' - ნიუკასლის განცხადება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნიუკასლმა'' სანდრო ტონალის დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
,,ნიუკასლი ადასტურებს, რომ უკანონო ფსონების განთავსების გამო, სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები 18-თვიან დისკვალიფიკაციას მოიცავდა, რასაც 8 თვე მოაკლდება, რადგან ფეხბურთელი სპეციალურ თერაპიას გაივლის.
ტონალი ფეხბურთში დაბრუნებას 2024 წლის 27 აგვისტოს შეძლებს.'' - წერია განცხადებაში
ამავე საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელი, ნიკოლო ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციითა და 12 500 ევროთი დაჯარმდა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ფეხბურთელებმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოსაჯანმრთელებლად თერაპია უნდა გაიარონ.
Newcastle United can confirm midfielder Sandro Tonali has been banned from competitive football for ten months, as effective from Friday 27 October.
— Newcastle United (@NUFC) October 28, 2023