არსენალი მეორე ადგილზე - OPTA-მ პრემიერ ლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, OPTA-მ, პრემიერ ლიგის 2024/2025 წლის სეზონის მთავარ ფავორიტად „მანჩესტერ სიტი“ დაასახელა.
OPTA-ს მიხედვით, ალბათობა იმისა, რომ პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა პრემიერ ლიგა ზედიზედ მეხუთედ მოიგოს, საკმაოდ დიდია. მეორე ადგილზე კი ლონდონის "არსენალია".
შეგახსენებთ, რომ განვლილი 5 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის ცხრილში "სიტი" 13 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მეორე ადგილს კი 12-12 ქულით "ლივერპული" და "ასტონ ვილა" იკავებენ. მეოთხე პოზიციაზე "არსენალია" 10 ქულით, ხოლო მე-5 და მე-6 პოზიციებს 10 ქულით "ჩელსი" და "ნიუკასლი" იყოფენ.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 5 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგაში 6 გუნდს არ მოუგია თამაში: "ლესტერს"; "კრისტალ პალასს"; "იფსვიჩს"; "საუთჰემპტონს"; "ევერტონსა" და "ვულვზს".