ტომას ტუხელი: ჰარი კეინი მანჩესტერის წინააღმდეგ ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ინგლისის ნაკრების კაპიტანი პირველად ჩავა ინგლისში სათამაშოდ მას შემდეგ, რაც ტოტენჰემიდან ბაიერნს შეუერთდა.
კეინმა გერმანიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა, მან ბუნდესლიგის პირველ 13 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ინგლისელს კარგი სტატისტიკა აქვს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო ხუთ შეხვედრაში კეინმა 4 გოლი გაიტანა.
ყველა გულშემატკივარი ისურვებდა ჰარის თავის გუნდში, ამიტომ ძალიან ამაყები ვართ, რომ ის ჩვენთან თამაშობს. კეინი ნაკრების კაპიტანი, დიდი პიროვნება, დიდი მოთამაშე და ამავდროულად თავმდაბალი ადამიანია. ის თავდაჯერებულობას გვმატებს. მანჩესტერთან კეინი ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, ამით გულშემატკივრები ისიამოვნებენ - განაცხადა ტომას ტუხელმა
მიუნხენის ბაიერნი ჯგუფიდან უკვე გასულია, მანჩესტერს კი გერმანული გრანდის აუცილებლად დამარცხება სჭირდება, თანაც იმ შემთხვევაში, თუ კოპენჰაგენი და გალათასარაი ერთმანეთში ფრეს ითამაშებენ, მხოლოდ ესაა ვარიანტი, რომ იუნაიტედი ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდეს.