Belive

რომელმა კლუბმა დახარჯა ყველაზე მეტი 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე?

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ხარჯიანი აღმოჩნდა. პრემიერლიგის კლუბების დომინირება კიდევ უფრო აშკარა გახდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში კი განსაკუთრებით ბევრი გარიგება განხორციელდა. 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე დახარჯული ფულის მხრივ ლიდერის პოზიციას „ჩელსი“ ინარჩუნებდა, თუმცა „მანჩესტერ სიტიმ“ ფინიშის ხაზთან არისტოკრატებს გადაასწრო. „ქალაქელების“ ჯამურმა დანახარჯმა 520 მილიონ ევროს გადააჭარბა, რაც ძირითადად „ჩელსიდან“ ენცო ფერნანდესის რეკორდულმა ტრანსფერმა განაპირობა. ენცოს გარდა, მანჩესტერულმა გუნდმა შემადგენლობა ელიოტ ანდერსონითა და ილიმან ნდიამეთი გააძლიერა. 

მეორე ადგილი „ჩელსის“ ერგო, რომელმაც შემადგენლობის გასაახლებლად დაახლოებით 410 მილიონი ევრო გაიღო. ლონდონელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მორგან როჯერსი გახდა, რომელშიც კლუბმა 138 მილიონი ევრო გადაიხადა. მათ ჩამოუვარდა „ტოტენჰემი“ - 355-მილიონიანი დანახარჯითა და არაერთი საკვანძო ტრანსფერით, მაშ შორის: სანდრო ტონალი, მათეუს ფერნანდესი და ა.შ.

სიაში მომდევნო პოზიციებს „ნიუკასლი“ და „ლივერპული“ (230 მლნ ევრო, ბრადლი ბარკოლას ტრანსფერით) იკავებენ. მათ მცირედით ჩამორჩნენ „ასტონ ვილა“ (225 მლნ ევრო) და „არსენალი“ (227 მლნ ევრო), რომელთაც შემადგენლობა შესაბამისად ნიკოლას ჯექსონითა და ბრუნო გიმარაეშით გააძლიერეს.

ტოპ 10-ში ერთადერთი არაინგლისური კლუბი მადრიდის „რეალია“. „სამეფო კლუბმა“ დაახლოებით 225 მილიონი ევრო დახარჯა და გუნდი იან დიომანდეთი, იბრაჰიმა კონატეთი, მარკ კუკურელიათი და დენზელ დუმფრისით გააძლიერა. ზაფხულის მთავარი სიურპრიზი კი „იპსვიჩ თაუნი“ გახდა - პრემიერლიგის დებიუტანტმა შემადგენლობის სიღრმისთვის 178 მილიონი ევრო გაიღო და 12 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

სხვა სტატიები