Belive

ტომას სოუჩეკი: "ვიცით, რომ საქართველოში ხალხი ნაკრებზე შეყვარებულია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოში გასამართი უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის საწყისი მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ევროპის ჩემიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა, რომელშიც ბევრი დადებითი რამ გამოჩნდა.

საქართველოში არაჩვეულებრივი საფეხბურთო გარემო და ძალიან კარგი სტადიონია. ვიცი, რომ ქართველი ხალხი ფეხბურთსა და ნაკრებზე განსაკუთრებულად შეყვარებულია და ბილეთები რამდენიმე საათში იყიდება.
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ თამაშობს და ამ კომპონენტში მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება.

გიორგი მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ. მან ჩვენი ნაკრებების შეხვედრის დროს საკუთარი პროფესიონალიზმი ძალიან მაღალ დონეზე გამოავლინა" - ტომას სოუჩეკი.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები