სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში სომხეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა ერევანში გაიმართება.
ცნობილია თუ რა შემადგენლობით ითამაშებს სომხეთის დღევანდელ შეხვედრაში:
ოგნიენ ჩანჩარევიჩი, ვარაზდათ აროიანი, გეორგი არუთინიანი, სერგეი მურადიანი, არტაკ დაშიანი, გორ მანველიანი, უგოჩუკვუ ივუ, ედგარ სევიკიანი, ნაირ ტიკნიზიანი, არტურ მირანიანი, ტიგრან ბარსეგიანი
შეგახსენებთ, დღევანდელ შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.