Belive

სანიოლი: ,,მეტოქემ ბურთი 2-ჯერ მიიღო და 2 გოლი გაიტანა''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ბულგარეთთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის კომენტარს სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს:

,,ფეხბურთელებთან ჩემი ურთიერთობა გასახდელში ძალიან კარგ დონეზეა. პრობლემა ისაა, რომ ისინი მშიერები აღარ არიან. ადრე მათგან ისეთ შიმშილს ვხედავდი შედეგის მიმართ, რომ მზად იყვნენ, მოგების გამო მეტოქე შეეჭამათ. ეს აღარაა ასე, რადგან მწვერვალს შეეხნენ ევროპის ჩემპიონატის სახით. ამ გრძნობას თუ არ დაიბრუნებენ, არაფერი გამოვა.

მთელი თამაში ბურთი გვეჭირა ბულგარეთის წინააღმდეგ. ორჯერ მიიღო მეტოქემ ბურთი და 2 გოლი გაიტანა, წარმოუდგენელია.'' - ვილი სანიოლი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები