თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები დასრულებულია. 20 სექტემბერს საოცარი სანახაობა ვიხილეთ "ალიანც არენაზე", სადაც მასპინძელმა "ბაიერნმა" უხვგოლიან მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" 4:3 დაამარცხა.
მატჩის 87-ე წუთზე მოედანზე თომას მიულერი შემოვიდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.
კერძოდ, თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე დიდებულ ევროპულ შეჯიბრზე 100 გამარჯვება აღნიშნა.
აქამდე ეს ისტორიული ფაქტი, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (115) და იკერ კასილასს (101) ჰქონდათ დაფიქსირებული.
100 - Thomas Müller is only the third player to celebrate 100 victories in the Champions League after Cristiano Ronaldo (115) and Iker Casillas (101). Jubilee. #FCB pic.twitter.com/u1YHr8tFit
— OptaFranz (@OptaFranz) September 20, 2023
34 წლის გერმანელ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე 143 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 53-ჯერ გამოიჩინა, საგოლე გადაცემა კი 32-ჯერ შეასრულა.
მიულერი "ბაიერნის" პირველ გუნდში 2008/2009 წლების სეზონიდან თამაშობს და ჯამში 671 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 235 გოლის გატანა და 237 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მიულერი "რეკორდმაისტერების" ნამდვილი ლეგენდაა.