2010-2011 წლების შემდეგ პირველად - ლევანდოვსკიმ კარიერის ანტირეკორდი დააფიქსირა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის გახსნით მატჩში, "შახტარმა" "ბარსელონას" გერმანიაში უმასპინძლა და სენსაცია დააფიქსირა.
უკრაინულმა კლუბმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩის გამარჯვების მომტანი გოლის საგოლე გადაცემა, საქართველოს ნაკრების მარჯვენმა მცველმა - გიორგი გოჩოლეიშვილმა გააკეთა.
ამ მატჩში, "ბარსელონას" პოლონელმა ფორვარდმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, თავისი კარიერის ანტირეკორდი დააფიქსირა.
კერძოდ კი, 2010/2011 წლების სეზონის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ 6 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ბოლოს ეს მაშინ მოხდა, როდესაც ლევანდოვსკი "დორტმუნდის ბორუსიაში" ირიცხებოდა.
ჩემპიონთა ლიგაზე, 4 განვლილი ტურის შემდეგ, H ჯგუფს "ბარსელონა" და "პორტუ" 9-9 ქულით ლიდერობენ, მესამე პოზიციას კი "შახტარი" 6 ქულით იკავებს. ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზე "ანტვერპენი" იმყოფება.