Belive

ტოდორ ნედელევი: "შოთა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი, ტოდორ ნედელევი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელმა, რომელიც საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ სამედიცინო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
"ერთ წამს შეუძლია მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება, იქ ბნელ გვირაბში... ახლა არ ვეკითხები ჩემს თავს რატომ, არავისში არ ვეძებ დამნაშაცეს. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ! არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შემიძლია მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, რომელმაც მომცა მეორე ცხოვრების შანსი, პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს. დიდი მადლობა ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევისთვის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციის დროს და მის შემდეგ. მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს, რომ ჩემთან ერთად იყო და შთამაგონა ამ განსაცდელის გადატანა. ჩემს ოჯახს, სიყვარულისა და თანადგომის გამო, რომელიც მუდმივად ჩემს ფიქრებში იყო. https://www.live.ge/fexburti/bulgarethis-nakrebis-mtsvrthneli-didi-madloba-qarthvel-khalkhs-gverdshi-dgomisthvis/ ყველა ჩემს ნათესავს და მეგობარს, ვინც გამბედაობა მომცა. მადლობა მინდა გადავუხადო ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს, ბულგარეთის საელჩოს საქართველოში, კონსულ რალიცა დიმიტროვას, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ ჩემთან ერთად იყვნენ მთელი იქ ყოფნის განმავლობაში. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მადლობა ყველა ნაცნობ და უცნობ ადამიანს, ვინც გამომიგზავნა თავისი დადებითი ენერგია. დარწმუნებული ვარ, მალე მოედანზე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე დავბრუნდები!", - წერს პლოვდივის "ლოკომოტივის" 29 წლის ფეხბურთელი.
11 ივნისს, უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებმა ფრედ ითამაშეს (0:0) სტუმარი გუნდის ორი ავტობუსი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიემართებოდა, ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და მას ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

სხვა სტატიები