Belive

თითქმის გადაწყვეტილია, ანჩელოტი რეალს დატოვებს და ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. Sky Sports-ის ინფორმაციით იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

"სამეფო კლუბი" მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით უტიტოლოდ რჩება, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ანჩელოტის წასვლის თაობაზე დიდი ხანია საუბრები მიმდინარეობს.

"რეალ მადრიდმა" ესპანეთის სუპერთასის ფინალი "ბარსელონასთან" დათმო, ასევე კატალონიურ კლუბთან წააგო კოპა დელ რეის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან "არსენალმა" გამოთიშა, ხოლო ლა ლიგის ცხრილში 5 ტურით ადრე "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები