Belive

ანჩელოტი: ,,ეს მატჩი, შესაძლოა, ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც სელესაო მაროკოს წინააღმდეგ გამართავს:

,,მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში უკიდურესად მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. რა თქმა უნდა, ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ჯგუფური ეტაპი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დავასრულოთ.

მაროკო არის ნაკრები, რომელსაც ბევრი ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მთავარ მეტოქედ მიიჩნევს. ჩვენთვის ეს თამაში, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან ლიდერობა პლეი-ოფის სტადიაზე უფრო მარტივი ბადის მიღებისა და შედარებით იოლი გზის გავლის შესაძლებლობას იძლევა.'' - კარლო ანჩელოტი

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მაროკოს შეხვედრა კვირას ღამით (02:00), 14 ივნისსაა ჩანიშნული.

მაროკოს გარდა, კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქეები C ჯგუფში ჰაიტი და შოტლანდია არიან.

სხვა სტატიები