ტიჯანი ბაბანგიდა ავტოკატასტროფაში მოყვა - მისი ძმა კი გარდაიცვალა
ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი და ნიგერიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი - ტიჯანი ბაბანგიდა, ხუთშაბათს, ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რომელსაც მისი უმცროსი ძმა - იბრაჰიმ ბაბანგიდა შეეწირა.
ავტოკატასტროფა ნიგერიაში მოხდა, მანქანაში თავად ფეხბურთელი, მისი მეუღლე და უმცროსი ძმა ისხდნენ.
თავად ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მძიმეა მისი მეუღლის მდგომარეობა.
ტიჯანი ბაბანგიდა ნიგერიელი ფეხბურთელია, იგი სხვადასხვა წლებში "აიაქსში" და სხვა ნიდერლანდურ კლუბებში თამაშობდა. 1996-2003 წლებში კი "აიაქსის" ღირსებას იცავდა, სადაც შოთა არველაძის თანადგუნდელი იყო. 1996 წელს მან ნიგერიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება მის გარდაცვლილ ძმას, იბრაჰიმ ბაბანგიდაც ფეხბურთელი იყო, მას ნიგერიის U17 ნაკრებთან ერთად, 1993 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.