Belive

ლამინე იამალი ესპანეთის ნაკრების ახალი 10-იანი გახდა!

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვუნდერკინდი - ლამინე იამალი, ოქტომბრის მატჩებში "ფურიაროხას" ახალი 10 ნომერი იქნება.

მოქმედი ევროპის ჩემპიონები ოქტომბრის თვეში 2 სანაკრებო მატჩს ჩაატარებენ. ესპანეთის ნაკრები 12 ოქტომბერს დანიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს საშინაო კედლებში სერბეთს მიიღებს.

ლამინე იამალი ესპანეთის ნაკრებში 2023 წლის 8 სექტემბრიდან ირიცხება და ამ პერიოდში მან 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. დებიუტის შემდეგ, იამალი ესპანეთის ნაკრებში 19-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა 10-ნომრიანი მაისურით თამაში მისთვის ახალი და ძალიან დიდი ისტორიის დასაწყისია.

შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალი EURO 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და ესპანეთის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა. ევროპის ჩემპიონატზე მან 7 მატჩში 1 გოლის გატანა და 4 შედეგიანი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები